„ამოცანა კიევის აღებაა!“ - უკრაინაში რამზან კადიროვი ჩავიდა

13 მარ 2022

უკრაინაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ჩავიდა. მედიის ცნობით, იგი უკვე შეხვდა ჩეჩენ ძალოვანებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში მონაწილეობენ.

ამ თათბირის ვიდეოკადრები ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა. კადიროვის უკრაინაში ჩასვლის შესახებ წერს უკრაინული მედიაც.

„ბანდეროველებისა და ჩეჩნურად მოსაუბრე შაიტანებისთვის დანდობა არ იქნება!“, - განაცხადა თათბირზე კადიროვმა.

ვიდეოჩანაწერში ასევე ისმის მისი ფრაზა „ამოცანა კიევის აღებაა!“.