ქალაქ ვოლნოვახში ოკუპანტებმა სასულიერო პირი მოკლეს

13 მარ 2022

დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ვოლნოვახში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო კაპელანი, იღუმენი პლატონი (მორგუნოვი) მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია იუწყება.

„მწუხარებით ვიუწყებით, რომ ბოლნოვახში რუსმა თავდამსხმელებმა მოკლეს იღუმენი პლატონი“, - ნათქვამია განცხადებაში.