დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა იგეგმება

14 მარ 2022

დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება.  ინფორმაცია კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

„მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით, მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, - აცხადებს რუსეთის დელეგაციის წევრი, ლეონიდ სლუცკი. 

შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერ არ ვრცელდება.

რაც შეეხება პირველი პირების შეხვედრის ადგილს - განხილვა გრძელდება, პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. 

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა