რომის პაპი: შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა

14 მარ 2022

ვატიკანში  რომის პაპმა კიდევ ერთხელ უმკაცრესად დაგმო  უკრაინაში ომი და მოითხოვა, რომ დაუშვებელი  შეიარაღებული აგრესია  უნდა შეწყდეს. 

წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით  მორწმუნის წინაშე გამოსვლისას  პონტიფიკოსმა  განაცხადა, რომ საავადმყოფოს დაბომბვა  და სხვა  სამოქალაქო ობიექტების სამიზნეში ამოღება არის ბარბაროსული ქმედება.