პრეზიდენტის ანგარიში - ფრაქციების თავმჯდომარეების განცხადებები

14 მარ 2022

პრეზიდენტს დღეს დასკვნითი სიტყვით არ უსარგებლია. დღევანდელი სხდომა რეგლამენტით არ ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს.

სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ტრიბუნა დაიკავეს ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებმა.

„ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, მოდი გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ვიმსახურებდით“ - ასე დაიწყო თავისი სიტყვა დავით უსუფაშვილმა.