ქუჩის ხელოვნება უკრაინის მხარდასაჭერად

15 მარ 2022

უკრაინაში რუსულმა აგრესიამ გავლენა მოახდინა დასავლეთის  ქვეყნების კულტურაზეც. ამის  მაგალითი ლონდონში ქუჩის ხელოვნების ნიმუშებია. უკრაინის მხარდამჭერ  ერთ-ერთ ნახატზე  ლონდონელმა მხატვარმა ვოსკერსკიმ  ქალი გამოსახა, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში ქუდი ახურავს. 

ბრიტანეთის დედაქალაქის სხვა ადგილებში კი  ნახავთ  წარწერებს   დახურეთ უკრაინის ცა და თავისუფალი უკრაინა.