უკრაინაში Fox News​-ის ჟურნალისტები მოკლეს

16 მარ 2022

უკრაინაში ფოქს ნიუსის ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი  და ჟურნალისტის თანაშემწე ალექსანდრა კუვშინოვა  მოკლეს. ავტომობილს რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

გადამღები ჯგუფი ჰორენკაში, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 12 მილის დაშორებით იმყოფებოდა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მედიის 5 წამომადგენელი დაიღუპა.