რატომ გახშირდა ავარიები ავტობანზე

16 მარ 2022

ყოველდღიურად რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომელსაც არაერთი დაშავებული და მათ შორის დაღუპულიც ჰყავს. მხოლოდ გასულ წელს ავტოავარიის შედეგად 449 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის არიან არასრუწლოვნები. ბათუმი-ჩაქვის გზაზე გუშინ მომხდარი ავარია, მორიგი ტრაგედიის მიზეზი აღმოჩნდა. სხვისმა დაუდევრობამ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები დააზარალა.