კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

17 მარ 2022

უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინციდენტი კიევის დროით 05:00 საათზე მოხდა. შედეგად კორპუსის მეთექვსმეტე სართულზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა რამდენიმე ბინა. ამჟამად შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები.