მეწყერი ჩამოწვა

26 დეკ 2016

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისთან დღეს დილით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩაკეტილია საავტომობილო გზა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.