რუსმა სამხედროებმა ხარკოვში მართლმადიდებლურ ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - უკრაინის უმაღლესი რადა

17 მარ 2022

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში მართლმადიდებლურ ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღვთისმშობლის ეკლესიის ფანჯრები, გარე ფასადი და სახურავი დაზიანებულია.