10 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ - სამოქალაქო სექტორის მიმართვა

18 მარ 2022

მომდევნო 10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე -სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი ხედვა  წარმოადგინა და  ინიციატივით  ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს.

როგორც 32 ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, განაცხადის გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

მათ შორისაა ორგანიზაციების ჩართულობა, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება და დიპლომატიური ურთიერთობის გაძლიერება.