საბერძნეთი მზად არის მარიუპოლის დაბომბილი სამშობიარო საავადმყოფოს შენობა აღადგინოს

18 მარ 2022

საბერძნეთი მზად არის მარიუპოლის დაბომბილი სამშობიარო საავადმყოფოს შენობა აღადგინოს - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი "ტვიტერზე" წერს.

„საბერძნეთი მზად არის აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრში, ქალაქში, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და ომის ბარბაროსობის სიმბოლოა“, - წერს კირიაკოს მიცოტაკისი.

9 მარტს მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე ავიაიერიში მიიტანეს.