გაერომ რუსეთი ბიოლოგიური იარაღის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

19 მარ 2022

გაეროს უშიშროების საბჭოში პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ბრალდებით, რომ უკრაინაში ბიულოგიური იარაღის ნაწილები იქმნებოდა, შეერთებულმა შტატებმა და დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთი გააკრიტიკეს.

ამ თემაზე რუსეთის მოთხოვნით 15-კაციანი საბჭო უკვე მეორედ შეიკრიბა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

როიტერსის ცნობით, რუსეთის ელჩმა გაეროში - გაეროსა და საბჭოში  ვრცელი დოკუმენტი გააგზავნა. 

გაეროს განაცხადებით, ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში რაიმე ბიოლოგიური იარაღის პროგრამის შესახებ, თუმცა რუსეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გამოიძიებს.