უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება

20 მარ 2022

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან გამუდმებული სროლებია, რაც ხელს უშლის უსაფრთხო დერეფნის შექმნას.

გიორგი  ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები ერთ-ერთ ცხელ წერტილში, პროზექტურაშია დასვენებული.

გვიანდება ბახვა ჩიქობავას გადმოსვენებაც.

ბრძოლის წინა ხაზზე რჩებიან დაჭრილი ქართველი მოხალისეებიც.