ზელენსკიმ უკრაინაში 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეზღუდა

20 მარ 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეზღუდა, მათ ნაწილს რუსეთთან თანამშრომლობა ედება ბრალად.

აღნიშნულ ინფორმაციას ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს დაუყონებლივ ზომებს, რათა აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს.

როგორც ბრიტანული მედიასაშუალება იუწყება, აღნიშნული შეზღუდვა უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის დასრულებამდე დარჩება.