უკრაინა ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ მონაცემებს ასაჯაროებს

20 მარ 2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: დაახლოებით 14 700 ჯარისკაცი,  476 ტანკი,  1 487 ჯავშანტექნიკა, 96 თვითმფრინავი, საწვავის  60 რეზერვუარი და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.