ახალციხეში „ალტ-ინფოს“ ოფისთან ხმაური იყო

20 მარ 2022

ხმაური და დაპირისპირება იყო ახალციხეში. პრორუსული პარტიის ოფისთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ადგილზე რუსული პროპაგანდისტული პარტიების არსებობა გააპროტესტეს.

"ალტ -ინფოს" ოფისთან მისულებს კონტრაქციით დახვდნენ. ადგილზე ვითარება  დაიძაბა და  სამართალდამცავების გამოძახება გახდა საჭირო.