ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს განიხილავს

21 მარ 2022

ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.  ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

ამასთანავე, ცნობილია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე ტალღაზე მუშაობს. 

ასევე ცნობილია რომ    მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან ერთად სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებს.