ხერსონში ოკუპანტებმა აქციის მონაწილეებს ყუმბარები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს

21 მარ 2022

ხერსონში, სვობოდას მოედანზე, რუსმა ოკუპანტებმა ყუმბარები დაუშინეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გასულ მომიტინგეებს და ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, არიან დაჭრილები. ჯერჯერობით დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.