უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ ბაზარზე დარჩენილ კომპანიებს მიმართავს

22 მარ 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი უწყების  მკაცრი პოზიციის შესახებ განაცხადა იმ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებსაც არ სურთ რუსეთის ბაზრის დატოვება.

დიმიტრი კულება აცხადებს, რომ უკრაინა მათ ვინაობას საჯაროდ დაასახელებს.

ამბობს, რომ ზოგიერთი კომპანია უკრაინას თხოვნით მიმართავს, საჯაროდ არ ახსენონ ისინი და არ გააკრიტიკონ.