ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 300 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა - უკრაინის გენშტაბი

22 მარ 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 300 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

ტანკი — 509 ერთეული;

ჯავშანტექნიკა — 1 556 ერთეული;

საარტილერიო სისტემა — 252 ერთეული;

თვითმფრინავი — 99 ერთეული;

ვერტმფრენი — 123 ერთეული;

საავტომობილო ტექნიკა — 1 000 ერთეული;

გემები/ნავები — 3 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატები — 35 ერთეული.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით კი, ომის დაწყებიდან, უკრაინაში 3 780-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სრულად განადგურდა 651 შენობა.

მათივე ცნობით, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელ ტერიტორიაზეც მაშველებმა შესვლა და შეფასება შეძლეს.