უკრაინაში რუსული აგრესიის მსხვერპლებს ყოველდღიურად წუთიერი დუმილით გაიხსენებენ

22 მარ 2022

უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი ადგილობრივი დროით,  დილის 9 საათზე გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინის  მინისტრთა კაბინეტს დაევალა ეროვნული წუთიერი დუმილის ჩატარების უზრუნველყოფა ყოველდღიურად, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებშიც. 

წუთიერი დუმილით გმირებს პატივს მიაგებენ  უცხოეთში განთავსებულ ქვეყნის დიპლომატიურ დაწესებულებებშიც.