ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზიასთან მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

22 მარ 2022

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზიასთან ხალხი დაცხრილეს. 

არიან დაღუპულები და დაჭრილები. რაოდენობა ჯერ-ჯერობით ზუსტდება. 

'' რუსები ცინიკურად ართმევენ სიცოცხლეს უკრაინელებს! მაღაზიის რიგში, ადამიანები იქ  მხოლოდ სურსათის საყიდლად მივიდნენ'' - ამბობს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი. 

ასევე, ოკუპანტებმა სევროდონეცკის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბმეს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა შენობიდან მედპერსონალის და ბავშვების გამოყვანა შეძლეს. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.