კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა იყო

22 მარ 2022

კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა იყო -  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. დედაქალაქში 36-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. არ მუშაობს მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა „ტოჩკა უ-ს“ ტიპის რუსული რაკეტები გააუვნებელყვეს, მათი ფრაგმენტები კი მდინარეში ჩაცვივდა.

გამოცემის ინფორმაციით, დროგამოშვებით ისმის დაბობმვებისა და სროლის ხმა.