23 მარ 2022
უკრაინაში დაღუპულ დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს რამდენიმე საათში საქართველოში ჩამოასვენებენ - ინფორმაციას უკრაინაში მყოფი დავით ქაცარავა ავრცელებს.
რამდენიმედღიანი პროცედურების შემდეგ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში ვარშავიდან პირდაპირი რეისით თბილისის დროით გამთენიისას გადმოასვენებენ.
აეროპორტში დაღუპულ მებრძოლებს მოქალაქეები პატივს მიაგებენ და უკრაინისა და საქართველოს დროშებით დახვდებიან.
ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი მებრძოლის ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოყვანა მარიუპოლიდან.
ქართველი მებრძოლები უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლნენ.