ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 მარ 2022

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბერდიანსკის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი „ორსკი“ გაანადგურეს.

აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული.ბერდიანსკის გამოხსნა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლეს უკრაინელმა სამხედროებმა, თუმცა ოკუპანტებისგან დაიხსნეს ქალაქი ირპინი.

დაიღუპა 4 ადამიანი, მათგან 2 ბავშვი დაიღუპა და 6 დაიჭრა რუბიჟნეში ფოსფორის ბომბის აფეთქების შედეგად. ომის ბოლო შედეგებზე ახლა თემო სალუქვაძე ისაუბრებს.