კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელში

27 დეკ 2016

განცხადებების მიღება  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად დღეს სრულდება.  განცხადება ამ დროისათვის 11-მა კანდიდატმა წარადგინა. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება.  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა  გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.