გაეროს რეზოლუცია - უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები  

25 მარ 2022

გაერო-ს გენერალური ასამბლეის  უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო   მეორე  მხარდამჭერი  რეზოლუცია  ერთ თვეში. დოკუმენტით გაერო-ს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.

რეზოლუცია აქვე მიესალმება გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ უკრაინისთვის გაერო-ს კრიზისის კოორდინატორის დანიშვნას და  ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს. 

ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ წარდგენილ იყო უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის, მათ შორის საქართველოს თანასპონსორობით.