25 მარ 2022
გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი დაახლოებით 240-ჯერ დაბომბეს "გრადებითა" და "ქარიშხლებით". არის მსხვერპლი - ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა დერგაჩის რაიონი. აქ რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საავადმყოფოზე, არის მსხვერპლიც.
სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ დამპყრობლები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. არის ტყვედ აყვანის შემთხვევებიც.