უკრაინელმა სამხედროებმა გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს - გონჩარენკო

25 მარ 2022

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.

'' ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა", - წერს გონჩარენკო.