ქართველი მებრძოლების პანაშვიდი

25 მარ 2022

უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ სამხედროებს ხვალ სამხედრო პატივით  სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.  დავით რატიანი კი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც  სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. რაც შეეხება  გია  ბერიაშვილს  მოქალაქეები მას პატივს  წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარში მიაგებენ.