უკრაინულმა ჯარმა ხარკოვში რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა

26 მარ 2022

ხარკოვის ოლქში უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი - მალა როგანის მიმართულებით გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხარკოვს 24-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.