მასობრივი პროტესტი საწვავის გაძვირების გამო - დააკავეს 20 ადამიანი

27 მარ 2022

ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეებმა  საწვავის გაძვირება გააპროტესტეს, აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას ითხოვენ.  

ბოლო ერთ თვის განმავლობაში საწვავზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მისი ღირებულება 4 ლარის ფარგლებში მერყეობს და ზოგ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც.