ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს

29 მარ 2022

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს. „ეს გადაწყვეტილება არის რუსეთის მიერ ბელორუსის დახმარებით განხორციელებული ქმედებების გარდაუვალი შედეგი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

აღნიშნავენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებენ და უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდი ევროს საწყის პაკეტზე უკვე შეთანხმდნენ.