საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიში

27 დეკ 2016

''საქართველო ამერიკასთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს, ასევე იმუშავებს ევროპული კავშირების კიდევ უფრო გასააქტიურებლად”-ეს განცხადება მიხეილ ჯანელიძემ უწყების საქმიანობის შეჯამებისას გააკეთა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა.