მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინა გარანტიებს ითხოვს

29 მარ 2022

მსოფლიო ელოდება პასუხს, რა კონკრეტული შედეგით დასრულდა, რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება. - კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. გამოიკვეთა დეტალი,რომ  რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის. დიპლომატის როლს მორგებული თურქული მხარე კი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დაახლოება შესამჩნევია. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.