რაზე შეთანხმდენენ მხარეები

29 მარ 2022

რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის. უკრაინა კი მზადაა, უარი თქვას „ნატოში“ გაწევრიანებაზე და სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. მოლაპარაკება სტამბოლში დღეს, კონკრეტული შედეგით დასრულდა. უნდა ამოქმედდეს „ნატოს“ მეხუთე მუხლის თანაბარი პრინციპები. ყირიმის საკითხი კი შეთანხმების ცალკე პუნქტია, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხირვ მოლაპარაკებებს.