დირექტორის კონკურსი საზოგადოებრივში

27 დეკ 2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად განცხადებების მიღება  რამდენიმე წუთში დასრულდება. ვადა 7 საათზე იწურება. საბუთების მიღება ზუსტად ერთი თვეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის 12 განაცხადია ოფიციალურად დარეგისტრირებული. მათ შორის ორი, არხის  მოქმედი თანამშრომელია.