ვითარება უკრაინაში

31 მარ 2022

მეორე თვეა უკრაინა რუსეთის საბრძოლო მოქმედებებს უმკლავდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 17 500-მდე რუსი ჯარისკაცია მოკლული, ოკუპანტებმა დაკარგეს სხვადასხვა სახის ტექნიკაც. ამ ხნის განმავლობაში დაზიანებულია რელიგიური ძეგლებიც. აფეთქებების ხმა უკრაინაში დღესაც ისმის,  რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.