უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდება

01 აპრ 2022

დიალოგის მაგიდიდან ონლაინ ფორმატში. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდება.

გარდა კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებისა, დღის წესრიგში დგას ზელენსკი-პუტინის შეხვედრაც. 

მანამდე კი უკრაინაში ისევ ომია და ისევ ცდილობენ უკრაინელი სამხედროები მტრის მოგერიებას. მაგალითად, მათ  ხერსონის ოლქში 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.