78-ე უბანზე საია-ს წარმომადგენელმა პოლიცია გამოიძახა

02 აპრ 2022

დარღვევა დაფიქსირდა 92-ე უბანზე, სადაც კომისიის წევრს მოქალაქეები სპეციალურ სიაში ჰყავდა აღრიცხული.  78-ე უბანზე კი საია-ს წარმომადგენელმა პოლიცია გამოიძახა და საარჩევნო უბნის ახლო პერიმეტრზე მოქალაქეების გადაადგილება გააპროტესტა.

მობილიზება უბნის მიმდებარედ დილიდან შეინიშნებოდა 89-ე უბანზე. ერთ-ერთი საჩივარი იმის გამო დაიწერა, რომ ამომრჩეველმა კაბინაში ფოტო გადაიღო.

კენჭისყრის პროცედურებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან.