ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს

02 აპრ 2022

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით,  14 საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს წევრის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ 31% -  3233 ხმა, ხოლო "ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% - 7190 ხმა მიიღო.