მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნების შედეგებზე ბათუმის ოლქში დაწერილი საჩივრები

03 აპრ 2022

შუალედური არჩევნები შეაჯამეს ბათუმის ოლქში. ოლქის იურისტის განმარტებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში  ჩაიარა, დაიწერა საჩივრები, თუმცა  იურისტის  განცხადებით, ეს  საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

საჩივრები 4 დღის ვადაში უნდა განიხილონ.  ბათუმში შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, რომლის საშუალებითაც  წინასწარი მონაცემები საზოგადოებისთვის კენჭისყრის დასრულებიდან მალევე გახდა ცნობილი.