ქობულეთს ზაფხულში ახალი ბულვარი ექნება

03 აპრ 2022

ქობულეთს ზაფხულის სეზონისთვის ახალი ბულვარი  ექნება. სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოებს დღეს,  საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.

პროექტის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მდინარე აჭყვადან- კინტრიშამდე 900 მეტრის სანაპირო  ეწყობა. 

დაგეგმილია  ველობილიკის, ბავშვთა გასართობი ზონებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობა. 

პროექტის  ფარგლებში, სამუშაოებისთვის  20 მილიონი  ლარია გამოყოფილი, აქედან, მხოლოდ  ქობულეთის სანაპიროსთვის,  7 მილიონნახევარია გათვალისწინებული.