ანსამბლი ხორუმი სცენას უბრუნდება

10 აპრ 2022

ქორეოგრაფები პანდემიის შემდეგ  ჩვეულ  ფორმაში დაბრუნებას ცდილობენ. მოცეკვავეები დღის განმავლობაში 5 საათს ვარჯიშობენ. ხელოვანებს ყველაზე მეტად მაყურებლის ოვაცია და აპლოდისმენტები მოენატრათ.

 სწორედ ამიტომ, 2 წლის შემდეგ ახალი ძალებით ანსამბლი „ ხორუმი“ სცენას უბრუნდება და მაყურებელს დაუვიწყარ წარმოდგენას ჰპირდება. 

დასი საგაზაფხულო კონცერტს 12 აპრილს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართავს.