ხავიერ კოლომინა - ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

11 აპრ 2022

ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ კვირას ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ტვიტერზე წერს.

მისი განცხადებით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.