ქობულეთში, ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე ხანძარია

11 აპრ 2022

ხანძარია ქობულეთში, ცეცხლი ისპანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული. ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.