ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს

17 აპრ 2022

ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება "დააკმაყოფილებს ყველაზე მწვავე ჰუმანიტარულ საჭიროებებს" - გადაუდებელი სამედიცინო სერვისებზე წვდომის, უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის, თავშესაფრის, დაცვის, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფით.