დაკავება ყალბი დოკუმენტით სხვისი ქონების დაუფლების ფაქტზე 

21 აპრ 2022

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე,  ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც მიიღო 12 150 ლარი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  სასჯელი  თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.